დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა

ნახვები: 516 კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად 1976-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს.

ჰარისმა აღნიშნა, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერით ამაყობს.

„ველი, რომ ნომინაციას მალე ოფიციალურად მივიღებ. ჩემს მიზანს ჩვენი პარტიის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხება წარმოადგენს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

„დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად კამალა ჰარისი ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა „ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა