ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ტომ კინი - “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს

ნახვები: 537 ტომ კინი - “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს

“ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს. ამის შესახებ"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, მოუთმენლად ელის, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ქმედებებს ოქტომბერის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოქტომბერში იმედი არის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში, რადგან მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.

“საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებისადმი. სამწუხაროდ, მათ ძალადობრივი დარბევებითა და დაკავებებით დახვდნენ.

“უცხოური აგენტების” კანონპროექტზე საუბრების დროს “ქართული ოცნების” ლიდერი თავის გამოსვლაში “სასტიკი შურისძიებით” დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომელიც კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.

მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერში, კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე.

ბოლოს აღვნიშნავ, რომ ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელის უფრო ახლო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება”, - განაცხადა კინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა