დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 514 გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.

სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.

ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა