დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

ნახვები: 495 როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%.

კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%.

ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი - იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%.

1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის - ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

პარტიული რეიტინგები ქალაქებისა და სოფლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობ, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა