ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება

29.07.2024 ნახვები: 471

ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ქართველი ხალხი მხარს ცვლილებს დაუჭერს.

„მჯერა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და მიუხედავად ივანიშვილის დეზინფორმაციისა, ხმას მისცემს ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური კურსის დასაბრუნებლად სჭირდება. ეს არის ერთადერთი რეალური შანსი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, ბოკუჩავას თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება არა დაყოფა და დაპირისპირება, რასაც მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ქადაგებს, არამედ გაერთიანება.

„როდესაც სხვა პარტიები გარკვეული მიზეზების გამო, გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი, რომელიც გაერთიანდა საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, ახალგაზრდებთან და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავერთიანდით ქართველ ხალხთან საერთო ძალისხმევაში, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე დავაყენოთ. ის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება არა დანაწევრება, დაყოფა და დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი მუდმივად ქადაგებს, არამედ გაერთიანება საერთო, ეროვნული მიზნების ირგვლივ, ეს არის ფაქტი და ამაზე მეტყველებს თითოეული შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ერთიანობის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ვატარებთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა