დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი

ნახვები: 469 მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს ცივი ომი გამოუცხადა.

„ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას - გვეშველება რამე? დავრჩებით თუ ყველანი უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან? გააყალბებენ თუ არა არჩევნებს და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ? თვეში ერთხელ მეძლევა საშუალება მოგმართოთ, საკმაოდ ცუდი გამოსახულებით და არც თუ ისე გამართული ხმით, გისოსების მიღმა, მაგრამ ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას. ივანიშვილი და მისი ამფსონები, პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. ომი მოაქვთ მათ! მათ გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს გაგვიჩაღებენ ომს და გაანადგურებენ საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს ან მონობა, ან ომი და სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას. არა მონობას! - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა