დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი - ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“

ნახვები: 424 ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი - ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მომხდარს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრმა, ამიჩაი ელიაჰუმ სოციალურ ქსელ ქსელში დაწერა, რომ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“.

„ეს არის სამყაროს სიბინძურისგან გათავისუფლების სწორი გზა. აღარც მოჩვენებითი „მშვიდობა“/ჩაბარების შეთანხმებები, აღარც წყალობა მათთვის. რკინის ხელი, რომელიც მათ დარტყმას მიაყენებს, არის ის ხელი, რომელიც მშვიდობას და მცირე კომფორტს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს უნარს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად მათთან, ვისაც მშვიდობა სურს“, – წერს მინისტრი.

„ჰამასში“ განაცხადეს, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში არიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა