დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვედანტ პატელი - ქართველი ხალხისთვის სარგებლის მომტანი პროგრამების მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ნახვები: 451 ვედანტ პატელი - ქართველი ხალხისთვის სარგებლის მომტანი პროგრამების მხარდაჭერას გავაგრძელებთ

სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ აშშ შეაჩერებს 95 მილიონი დოლარის დახმარებას, რომელიც სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და მცდარი განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებები, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელება თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყნის მოქალაქეებს ევროპული მისწრაფებებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად დემოკრატიული პარტნიორისთვის“, – აღნიშნა პატელმა.

როგორც პატელმა აღნიშნა, დახმარების პროგრამები შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გამორჩეულად გამომწვევ მომენტშია, აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედებები. ვიდრე გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დახმარების პროგრამები შეჩერდება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, – აღნიშნა პატელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა