ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს

01.08.2024 ნახვები: 460

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს ერევნის აეროპორტი. რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. მათ ერევნის აეროპორტის ტერიტორია სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს.

როგორც სომხური მედია წერს, საჰაერო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს.

დოკუმენტში სომხური მხარე რუს მესაზღვრეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტ ზვარტნოცში საპასპორტო კონტროლის შემოწმება უკვე შეაჩერეს.

სომხეთში რუსი მესაზღვრეების ყოფნასთან დაკავშირებით დისკუსიები გამოიწვია რუსეთის მოქალაქის, დმიტრი სერტაკოვის საქმემ. სერტაკოვი უკრაინაში ომისთვის თავის არიდების მიზნით სომხეთში ჩავიდა და 2023 წლის დეკემბერში ის ერევანში რუსმა ძალოვანებმა ისე დააკავეს, რომ ამის შესახებ სომეხი სამართალდამცავებისთვის არ შეუტყობინებიათ. შემდეგ სერტაკოვის დეპორტაცია განხორციელდა რუსეთში. სომეხმა უფლებადამცველებმა ამ შემთხვევას სომხეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმა უწოდეს.

ამასთან, 2024 წლის თებერვალში სომხეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობა გაყინა. ამის შემდეგ მალევე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა