დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები "რუსული კანონის" რეესტრში? - პროცედურა

ნახვები: 431 სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები "რუსული კანონის" რეესტრში? - პროცედურა

"რუსული კანონი" დღეს ამოქმედდა. შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები უკვე ძალაშია.

ახლა, მთავარი კითხვაა, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში მოქმედებას გადაწყვეტენ.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში BM.GE-ის უთხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად, თუ სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რომლის პასუხიც 10 სამუშაო დღეში იქნება.

ამის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით იგივე კითხვებით. ოპერატორის თქმით, ამ ეტაპზე რეგისტრაცია მხოლოდ ფიზიკურად და ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი:

"დღეიდან განცხადებების მიღება დაწყებულია, თუმცა მხოლოდ ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სანაპიროზე). თბილისის მასშტაბით მხოლოდ ცენტრალური იუსტიციის სახლი იბარებს. რამდენიმე დღეში, შეიძლება გვეცნობოს ინფორმაცია, რომ სხვა იუსტიციის სახლებიც ჩაიბარებენ კონკრეტულ განცხადებას, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ცენტრალური იუსტიციის სახლი იბარებს მსგავს განცხადებას. შეუსვენებლად ვმუშაობთ 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. მოსვლის დროს, მაინც იკითხეთ ფილიალის მენეჯერი, ამ ტიპის განცხადებასთან დაკავშირებით ვარ მოსული-თქო".

შეიძლება თუ არა აპლიკაციის ონლაინ შევსება?

"ამ ეტაპზე, არა. ზოგადად, საჯარო რეესტრში ნებისმიერ განცხადებას ვიღებთ ონლაინ, მაგრამ ეს რადგან ახალია და სარეგისტრაციო ფორმებიც ახლა დგინდება, ადგილზე უნდა მოხვიდეთ", - გვითხრეს ცხელ ხაზზე.

აღსანიშნავია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოიაზრებს ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული, არ არის სპორტული ფედერაცია ან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებს უცხოური ძალისგან. უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად ასევე ითვლება ის იურიდიული პირი, რომელიც ფლობს მედიასაშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოურია. ზემოთ მოცემულ სუბიექტებს, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა