დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„როიტერი“ - არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს

ნახვები: 498 „როიტერი“ - არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს

არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს.

ამის შესახებ „როიტერს“ ჩრდილოეთ კორეელმა ყოფილმა დიპლომატმა განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეაში გაიქცა.

რი ილ გიუს თქმით, ფხენიანის საგარეოპოლიტიკისთვის, მომდევნო წლებში, პრიორიტეტული იქნება რუსეთთან, აშშ-თან და იაპონიასთან ურთიერთობები.

ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, ფხენიანს რუსეთთან კავშირების განმტკიცების პარალელურად, ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-თან ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება სურს.

მისივე თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატების სტრატეგიის მიზანი იქნება, ქვეყნის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, ჩრდილოეთ კორეა იყო ამოღებული ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ნუსხიდან და აშშ-სგან ეკონომიკური დახმარების მიღება.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წელს ვიეტნამში გაიმართა, თუმცა მაშინ სანქციების საკითხზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

როგორც „როიტერთან“ ინტერვიუში ყოფილი ჩრდილოკორეელი დიპლომატი ამბობს, ეს ჩავარდნა ძირითადად კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რომელმაც მოლაპარაკებების წარმოება გამოუცდელ სამხედროებს დაავალა.

„ახლა მოლაპარაკებებს საგარეო უწყება წარუძღვება და ტრამპისთვის აღარ იქნება იოლი ჩრდილოეთ კორეის შეკავება, რაიმეს დათმობის გარეშე“, – ამბობს რი ილ გიუ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გამყარებამ შესაძლოა, ვაშინგტონს ფხენიანთან ბირთვული შეიარაღების შესახებ პოტენციური მოლაპარაკების დროს პრობლემები შეუქმნას.

„რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ტრანზაქციებით ხელები გაისვარა და ამის დამსახურებით, ფხენიანი სანქციების მოხსნის საკითხზე აშშ-ზე აღარაა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს მნიშვნელოვანი სავაჭრო ბერკეტი გამოეცალა ხელიდან“, – ამბობს ყოფილი ჩრდილოკორეელი დიპლომატი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა