დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ნახვები: 423 რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათი თვითმფრინავი დაეშვა, მათ ოაჯხის წევრები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ.

გათავისუფლებულ ამერიკელებს შორის არიან „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და „რადიო თავისუფლების“ რუსი ამერიკელი ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელიც რუსეთში 2018 წლიდან იყო დაპატიმრებული.

ენდრიუსის ბაზაზე მედიასთან საუბრისას, ჯო ბაიდემა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოკავშირეებს, რომლებისთვისაც ეს იყო ყველაზე რთული გამოწვევა.

„მე ვთხოვე მათ, გაეკეთებინათ ისეთი რაღაცები, რაც მათ უშუალო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. განსაკუთრებით გერმანიას და სლოვენიას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში დაპატიმრებული პირების გათავისუფლება შესაძლებელი გახდა „ნდობისა“ და „ურთიერთობების“ საფუძველზე.

ამერიკული მედია წერს, რომ ეს რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ყველაზე მასშტაბური პროცესი იყო „ცივი ომის“ შემდეგ. პატიმრების გაცვლა ანკარაში შედგა. გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.

რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელების გარდა არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. მინსკმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი. სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გადასცეს რვა პირი, რომლებიც ნატო-ს ქვეყნებში იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გერმანიის ლიდერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში მათი პარტნიორობისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა