ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ საქართველოში პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდეს-კულუმბეგოვი

ნახვები: 523 რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ საქართველოში პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდეს-კულუმბეგოვი

როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდა - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"თუ ჩვენი ქვეყანა დასახულ მიზნებს მიაღწევს და მოსახლეობაც ამას გაგებით მოეკიდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მსგავსი ციფრების შემთხვევაში ჰოსპიტალში გვეყოლება 400-500 ადამიანი. ერთადერთი გზა პანდემიის კონტროლის არის მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირების რიცხვებს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ამით გავაკონტროლებთ ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობას და მას მინიმუმ 10-ჯერ შევამცირებთ. დანარჩენი რისკები, რომელიც ამას უკავშირდება, არის გაზრდილი რეინფიცირების რისკები, რომელიც, თუნდაც, მსოფლიო მაჩვენებლით 5-ჯერ გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აუცრელი იქნება მოსახლეობის 60-70%, ეს ციფრები მუდმივად იტრიალებს და ჩვენ სულ ვიქნებით ზღვარზე - ჰოსპიტალური საწოლები გვევსება, თუ დაგვრჩა...

იქნება მოსახლეობის 80% აცრილი? - ეს იქნება მართვადი და სწორედ ამას ჰქვია ენდემურ ფაზაში პანდემიის გადასვლა," - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა