დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - არავისთვის იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

ნახვები: 508 ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - არავისთვის იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთსა და დასავლეთს შორის შემდგარი მასშტაბური გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს კელნის აეროპორტში დახვდა.

გაკეთებულ განცხადებაში გერმანიის კანცლერმა ყველას, ვინც ჯერ კიდევ რჩება რუსეთის საპატიმროებში, გათავისუფლების გზის პოვნა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ეს მისთვის განსაკუთრებული მომენტია.

„მივიჩნევ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ თქვენ რაიმე ეჭვები გქონდათ, მათ გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ დაკარგავთ. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვის თავისუფლების იდეა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაცვლის შედეგად დავაბრუნეთ გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, საფრთხეში იქნებოდნენ“,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა და მას რთული გადაწყვეტილება უწოდა.

„არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი“,- განაცხადა შოლცმა.

გაცვლის პროცესი გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმაც შეაფასა.

„ეს იყვნენ პუტინის პოლიტპატიმრები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმის გამო იყო დაპატიმრებული, რომ თავის აზრს გამოთქვამდნენ. მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. გერმანიის ერთ-ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, მან პუტინისთვის ვადიმ კრასიკოვის გადაცემა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დათმობად შეაფასა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გარეშე, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა პატიმრები გათავისუფლებულები ვერ იქნებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა