ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ნახვები: 526 ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 13 სამართალდამცველი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, ბანგლადეშის მთავრობამ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბანგლადეშში არეულობის შედეგად სულ 280 ადამიანია დაღუპული.

შეგახსენებთ, თავდაპირველად აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის, თუმცა ივლისიდან სტუდენტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა