ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

CNN-ი - „ჰამასის“ ახალ ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია გაურკვეველია

ნახვები: 537 CNN-ი - „ჰამასის“ ახალ ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია გაურკვეველია

“ჰამასის” ლიდერმა, იაჰია სინვარმა ეგვიპტელი და კატარელი შუამავლების საშუალებით ისრაელის ოფიციალურ პირებს გადასცა გზავნილი, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სურს თუ არა ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ ნეთანიაჰუს მოკავშირეებმა ჟურნალისტებს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს აცნობეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მზადაა დადოს შეთანხმება, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მის მმართველ კოალიციაზე, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოების უწყება გაცილებით სკეპტიკურად უყურებს ნეთანიაჰუს მზადყოფნას, დადოს შეთანხმება მისი კოალიციის ულტრამემარჯვენე მინისტრების სასტიკი წინააღმდეგობის გამო.

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განუცხადეს ისრაელელ კოლეგებს, რომ დროა, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა ფართო რეგიონული ომი თავიდან აიცილონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა