ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პეტრე ცისკარიშვილი - არავინ დაიჯეროს „ოცნების“ აფიორა, რომ არჩევნებზე თუ გაიმარჯვებენ, დასავლეთთან ურთიერთობის „დალაგებას“ მოახერხებენ

ნახვები: 529 პეტრე ცისკარიშვილი - არავინ დაიჯეროს „ოცნების“ აფიორა, რომ არჩევნებზე თუ გაიმარჯვებენ, დასავლეთთან ურთიერთობის „დალაგებას“ მოახერხებენ

ჰელსინკის კომისიის განცხადება არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითიც ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

ცისკარიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

„აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობის და უსაფრთხოების კომისიამ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჰელსინკის კომისია, სადაც შედიან კონგრესისა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები, გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტრების ქსელის მეშვეობით ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში, ძარცვავს უცხოეთის მოქალაქეებს და ამ შავ, კრიმინალურ ფულს იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის და საქართველოში დემოკრატიის გასანადგურებლად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

ბევრ განმარტებას მოისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სანქციების წინა განცხადება, რომ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს. ეს ყველაფერი სწორია და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ასე იქნება. ამის გარდა, კიდევ რა დასკვნა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ: ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო წითელი ხაზები გადაკვეთა, რასაც არავინ აპატიებს.

„არავინ დაიჯეროს „ოცნების“ აფიორა, ტყუილი, თითქოს არჩევნებზე თუ გაიმარჯვებენ, შემდეგ მოახერხებენ დასავლეთთან ურთიერთობის „დალაგებას“. ამ მთავრობამ არაერთხელ გადაკვეთა პოლიტიკური წითელი ხაზები, დაამყარა ავტოკრატია, ჩაერთო კორუფციაში, ქვეყანა გააღარიბა, ახლა უკვე მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და ამ დანაშაულს მათ ნამდვილად არავინ აპატიებს. ამ ხელისუფლების პირობებში არა თუ დასავლეთისკენ ვერ წავალთ, იმ ურთიერთობასაც ვერ შევინარჩუნებთ, რაც აქამდე იყო და, სამწუხაროდ, ვითარება გაუარესდება. ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, ეს მართლაც იქნება ხალხისა და დემოკრატიის ბოლო გაბრძოლება საქართველოში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა