ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ვედანტ პატელი - ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული კურსკში უკრაინის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში

ნახვები: 541 ვედანტ პატელი - ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული კურსკში უკრაინის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში

ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა ჩართული კურსკში უკრაინის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების რაიმე ასპექტში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.

„უკრაინა თავს იცავს აგრესიისგან. ეს თავიდანვე იყო კრემლის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ოპერაციის დაგეგმვასა და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში. ვუთმობ უკრაინელ სამხედროებს, ისაუბრონ საკუთარ ოპერაციებზე, მაგრამ ჩვენი როლი და ის, რაზეც ორიენტირებული ვართ, არის უკრაინის მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ უნარი, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის რვა რეგიონში 117 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა