საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

ჯონ კირბი - რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს

16.08.2024 ნახვები: 471

რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ დავიწყეთ დაკვირვება, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი კურსკის ოლქში გადამისამართდება “, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ ვლადიმერ პუტინი დილემის წინაშე დააყენა.

„პუტინს და რუსებს კორექტირება მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ გამაგრებას კურსკსა და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის უნდა აიღო აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყვნენ და აკეთებდნენ ერთ საქმეს და სხვაზე გადაამისამართო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად დილემაა“, - აღნიშნა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა