საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

გიორგი ვაშაძე გაერო-ში რუსეთის დელეგაციის მიერ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებაზე - ეს იყო მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

16.08.2024 ნახვები: 478

ეს იყო მათი მხრიდან დადგმული მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ის, რომ დიპლომატიურ კორპუსს არანაირი რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს მტერთან, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გაერო-ში რუსეთის დელეგაციის მიერ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებას.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს.

მისივე განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რუსეთს მტკიცებულებებს აძლევს.

„ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს დადგენილი აქვთ, რომ ყველაფერში დანაშაული რუსეთს მიუძღვის. აქამდე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ეროვნული ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა და ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ღიად და დაუფარავად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. მათი პოლიტსაბჭოს განცხადება დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომ რუსეთის დელეგაციას გაეროში მათი განცხადების ციტირება მოეხდინა. ეს იყო მათი მხრიდან დადგმული მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ისინი დამნაშავეები არიან. ამით ისინი ახალი ტიპის მტკიცებულებებს ქმნიან, როლითაც შესაძლოა რუსეთმა შემოგვიტრიალოს საერთაშორისო ასპარეზზე პროცესი. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ვერაგული ქმედებიდან გამომდინარე ხელახლა დაიწყოს განხილვები. სანამ ხელისუფლებაში გვყავს დაჯგუფება, რომელიც მზად არის პირადი კეთილდღეობისთვის გაწიროს ეროვნული ინტერესები, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, ამიტომ ვართ ასეთი ღარიბები, ამიტომ გვაქვს მიგრაცია და დაბალი დემოგრაფიული მონაცემი. ისინი მდიდრდებიან და ამისთვის მზად არიან ეროვნული ინტერესები შელახონ. ეს გააკეთეს მიზანმიმართულად, რომ რუსეთის დელეგაციას ამის ციტირება მოეხდინა და ამაზე, რომ დიპლომატიურ კორპუსს არანაირი რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს მტერთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის დელეგაციის წვერმა დიმიტრი პოლიანსკიმ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ოფიციალური განცხადების ციტირება მოახდინა.

„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“- განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა