ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი წარადგინა

ნახვები: 520 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი წარადგინა.

რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტი ითვალისწინებს უკრაინის მიერ რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირებას, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინა რომის სტატუტის რატიფიცირებას ახდენს იმ პირობით, რომ რატიფიცირებიდან შვიდი წლის განმავლობაში უკრაინა არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავისი მოქალაქეების მიმართ რომის სტატუტის მერვე მუხლით (სამხედრო დანაშაული) გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ რადაში ასევე წარადგინა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებული მუხლების დამატებას, რომის სტატუტის დებულებების შესაბამისად.

რომის წესდება ანუ რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. დოკუმენტი ხელმოწერილი და რატიფიცირებული არ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი. რუსეთმა და აშშ-მა რომის სტატუტს ხელი მოაწერეს, თუმცა შემდგომ თავიანთი ხელმოწერები გაიწვიეს.

უკრაინამ რომის სტატუტს 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე ის რატიფიცირებული არ ჰქონდა. ამასთან, უკრაინამ ჰააგას თავის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება მისცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა