ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

ნახვები: 530 პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა.

ამის შესახებ ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

სიახლის შესახებ ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.

„ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია „ევროპული საქართველო და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟი, საქართველოს პრესტიჟია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა