ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ილჰამ ალიევი პუტინთან შეხვედრის შემდეგ - ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები

ნახვები: 483 ილჰამ ალიევი პუტინთან შეხვედრის შემდეგ - ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები

ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებები, რომელიც 2022 წლის თებერვალში გაფორმდა, წარმატებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები. მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტის დროს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი ექვს დოკუმენტს - სამ შეთანხმებასა და სამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერილი დოკუმენტები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბაქოში ვიზიტით კმაყოფილია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიზიტის შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმებები რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა