საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

ბიზნესის მხარდაჭერა - რა უნდა იცოდეთ თიბისის მიმდინარე პროექტებზე

19.08.2024 ნახვები: 479

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მომხმარებელს უფრო დეტალურად აცნობს იმ პროცესებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობისა და საქმის გამარტივების საშუალებას იძლევა.

„საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. ამაზე მეტყველებს წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და საქმიანობის გამარტივებაა. ბიზნეს განათლება, ბიზნეს დაჯილდოება, მედია მხარდაჭერა და ხუთშაბათის შეხვედრები ის ძირითადი პროექტებია, რომლებსაც თიბისი ახორციელებს.

მარიამ კანდელაკი, ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის კაპიტანი, თვლის, რომ სტატისტიკა და რიცხვები ამ პროექტების სარგებლიანობაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს.

„ბიზენსგანათლება უკვე წლებია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მხოლოდ 2023 წელს 100-მდე ტრენინგი და 15-მდე კურსი გავმართეთ, რომლებსაც 5000-მდე ადამიანი დაესწრო. მცირე და საშუალო ბიზნესებს ხშირად უჭირთ განათლებისთვის, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაღრმავებისთვის, დამატებითი სახსრების მოძიება. სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ბიზნესებს ვთავაზობთ სხვადასხვა დარგის საგანმანათლებლო კურსებს.

2013 წლიდან დღემდე 35 000-მდე ადამიანი გვყავს დატრენინგებული. ჩვენი ტრენინგების, ვორქშოფებისა და კურსების თემები მრავალფეროვანია: სტუმარ-მასპინძლობა, საგადასახადო საკითხები, ამაზონზე გაყიდვები, სურსათის უვნებლობა, მომხმარებელთა სეგმენტაცია, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა და ა.შ.“

მედია მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი კლიენტების მთავარი პრობლემა ხშირად ცნობადობის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესების მედია მხარდაჭერას. მათ შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით ვავრცელებთ, ვწერთ ბლოგებს, რომლებიც, ჩვენი არხებისა და პარტნიორების მეშვეობით, დაახლოებით 50-მდე მედიაში ქვეყნდება“.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცნობადობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აღიარებაა. ბიზნეს დაჯილდოების საჭიროებაც ამ ფაქტიდან გაჩნდა.

„ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ბიზნესების წარმატების აღიარება და მათ მაგალითზე დამწყები ანტერპრენერების შთაგონება. ბიზნეს დაჯილდოება 2015 წლიდან ტარდება, სადაც 4,000-მდე ბიზნესს აქვს მონაწილეობა მიღებული. 5 ნომინაცია შეიქმნა სწორედ იმ დამსახურებებისთვის, რომლებითაც ბიზნესები ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ”.

საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ნეთვორქინგის საჭიროებამ გააჩინა ხუთშაბათის შეხვედრების იდეა:

„ამ შეხვედრების მთავარი მიზანია ბიზნეს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების შეკრება და მათთვის საინტერესო სადისკუსიო სივრცის შექმნა. ხუთშაბათობით ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, ვუზიარებთ ერთმანეთს რჩევებსა და გამოცდილებას. ღონისძიების ფორმატი საშუალებას გვაძლევს მრავალფეროვანი თემები დავფაროთ, შესაბამისად ხუთშაბათის შეხვედრებს აქტიურად ვატარებთ რეგიონებშიც - უკვე გაიმართა შეხვედრები ქუთაისში, ახალციხესა და თელავში,“ - წერია თიბისის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა