ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სოფო ჯაფარიძე - განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის

ნახვები: 514 სოფო ჯაფარიძე - განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის

განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი, დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას შევძლებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ „რუსული რეჟიმი“ უნდა დაასრულოს“.

„ნაძალადევში შევხვდით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს „რუსული რეჟიმი“, როდესაც მთელ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას დავასრულებთ და ქვეყანაში იქნება მაღალი ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციიდან დაბრუნდებიან ჩვენი უძვირფასესი მოქალაქეები და ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი ავაშენებთ ევროპულ ქვეყანას, ისეთ ქვეყანას, როგორიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა და 12 წლის განმავლობაში ეს მავნებელი ხელისუფლება მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ანგრევს ყველაფერს, რაც შეიქმნა იმ წლებში. შესაბამისად, ვემზადებით გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ქვეყანა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, როგორც მათ შეეფერებათ", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა