ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

ნახვები: 464 გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უკანონოდ შესვლაში ეჭვმიტანილია 266 224 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 33.4%-ით მეტია. პოლიციის განცხადებით, ამ ადამიანების უმეტესობა სამართალდამცველებმა დააკავეს.

გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ანგარიშით, ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურმა აღრიცხა შენგენის ზონის გარე საზღვრის 380 ათასზე მეტი უკანონო კვეთა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.

გერმანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ის მიგრანტები, რომლებმაც გერმანიის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, ძირითადად სირიიდან, თურქეთიდან და ავღანეთიდან არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა