ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კამალა ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო

ნახვები: 520 კამალა ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო

კამალა ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო. ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

„ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და მინდა, თქვენ იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე, საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე და თავისი მეტოქე, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი არასერიოზული კაცია, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება.

ჰარისმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „შესაძლებლობების ეკონომიკას“ შექმნის და საშუალო კლასისთვის გადასახადებს შეამცირებს.

„ახლა შეადარეთ ეს დონალდ ტრამპს, რადგან, ვფიქრობ, ყველა აქ მყოფმა იცის, რომ, სინამდვილეში, ის არ იბრძვის საშუალო კლასისთვის, ის იბრძვის საკუთარი თავისთვის და თავისი მილიარდერი მეგობრებისთვის და მათ საგადასახადო შეღავათების მორიგ რაუნდს მისცემს, რაც სახელმწიფო ვალს ხუთ ტრილიონამდე დოლარს დაუმატებს. ამავე დროს, ის აპირებს გაყიდვების ეროვნული გადასახადი დააწესოს, ვუწოდოთ ამას ტრამპის გადასახადი, რომელიც საშუალო კლასის ოჯახებისთვის ფასებს წელიწადში თითქმის ოთხი ათასი დოლარით გაზრდის. ამის ნაცვლად, ჩვენ შევამცირებთ საშუალო კლასის გადასახადებს, რაც სარგებელს მოუტანს 100 მილიონზე მეტ ამერიკელს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

როგორც კამალა ჰარისმა აღნიშნა, ის თავადაც საშუალო კლასის ოჯახიდანაა.

„ჩემთვის ეს პირადულია. მე საშუალო კლასიდან მოვდივარ. დედაჩემს მკაცრად შეზღუდული ბიუჯეტი ჰქონდა. ის ელოდებოდა ჩვენგან, რომ გამოვიყენებდით ჩვენთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამისთვის მადლობლები ვიქნებოდით, რადგან, როგორც გვასწავლიდა, შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით იმას, რასაც მე „შესაძლებლობების ეკონომიკას“ ვუწოდებ, სადაც ყველას აქვს კონკურენციის გაწევისა და წარმატების მიღწევის შანსი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კამალა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც მთავარსარდალი, უზრუნველყოფს, რომ ამერიკას ყოველთვის ჰყავდეს „ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლეტალური საბრძოლო ძალები მსოფლიოში“.

„ამერიკა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მტკიცე საზღვარგარეთ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების გაძლიერებაში. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, დავუპირისპირდი ჩვენი უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი უცხოელ ლიდერებთან, ვაძლიერებდი ჩვენს ალიანსებს და ურთიერთობა მქონდა საზღვარგარეთ ჩვენს მამაც სამხედროებთან. როგორც მთავარსადალი, უზრუნველვყოფ, რომ ამერიკას ყოველთვის ჰყავდეს ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლეტალური საბრძოლო ძალები მსოფლიოში. მე შევასრულებ ჩვენს წმინდა ვალდებულებას, რაც გულისხმობს ჩვენს სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ყოველთვის პატივს მივაგებ და არასდროს დავაკნინებ მათ სამსახურსა და მსხვერპლს“, – განაცხადა ჰარისმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპს სურს, ავტოკრატი მმართველი იყოს.

„მე არ ვიქნები კეთილგანწყობილი ტირანებისა და დიქტატორების მიმართ, როგორიცაა კიმ ჩემ ინი, რომლებიც გულშემატკივრობენ ტრამპს. მათ იციან, რომ მისი მანიპულირება მარტივია პირფერობით და კეთილგანწყობით. მათ იციან, რომ ტრამპი არ დააკისრებს ავტოკრატებს პასუხისმგებლობას, რადგან თავად სურს, იყოს ავტოკრატი“, – აღნიშნა ჰარისმა.

დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ის ხედავს ქვეყანას, რომელიც მზად არის, წავიდეს წინ.

„როგორც პრეზიდენტი, არასდროს შევდრკები ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისა და იდეალების დაცვისას, დემოკრატიასა და ტირანიას შორის მიმდინარე ბრძოლაში, მე ვიცი, სად ვდგავარ და ვიცი, სად არის ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ჰარისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა