ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყო

ნახვები: 526 ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყო

შვიდ ქვეყანაში ექიმებმა ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს. ბრიტანული გამოცემის, „გარდიანის“ ინფორმაციით, mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა, შეიძლება, ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ვაქცინა, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელს უშლის დაავადების ხელახლა განვითარებას.

BNT116-ის სახელით ცნობილი, BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) სამკურნალოდაა, რომელიც ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაქცინის პირველი ფაზის კლინიკური კვლევა შვიდი ქვეყნის 34 კვლევით ცენტრში დაიწყო. ესენია: გაერთიანებული სამეფო, აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი და თურქეთი. მთლიანობაში, კვლევაში დაახლოებით 130 პაციენტი ჩაერთვება.

როგორც „გარდიანი“ წერს, ფილტვის კიბოს ვაქცინა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსგავსად მუშაობს და ადამიანის ორგანიზმს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს. მისი მიზანია, გააძლიეროს ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი კიბოზე, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელშეუხებლად დატოვოს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ამ ვაქცინას არ აქვს ისეთი ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, როგორიც ქიმიოთერაპიას, რომელიც ხშირად აზიანებს არა მხოლოდ კიბოს, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა