ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იგორ ნარმანია - 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის

ნახვები: 500 იგორ ნარმანია - 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს განვითარებაზე უნდა გააკეთოს არჩევანი.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან შეთანხმება ჰქონდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში დაფინანსებულიყო, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლისთანავე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროექტი ჩაშალა, ისევე, როგორც სხვა პროექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამერიკელ დონორებთან შეთანხმებული ჰქონდა. 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, განვითარებულ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და ჩვენი თანატოლები, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, თავიანთ ოჯახებში დავაბრუნოთ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის განცხადებესაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა