Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year
Border guards destroy two Russian robotic systems with drones in Southern sector
Zelensky names Ukraine's official losses in war
Stubb says US' ideology contradicts European values
France delivers first batch of 30 generators to Kyiv
Russia carried out 217 attacks on Ukraine’s energy sector since start of year – PM Svyrydenko

რუსეთის საგარეო დაზვერვა - აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს

26.08.2024 ნახვები: 835

. ეს ამ უწყების მიერ გაკეთებული მეორე მსგავსი განცხადებაა ბოლო ორ თვეში.

როგორც რუსულის სახელმწიფო მედია წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით, „თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილო არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ მოხალისეს აგროვებენ ხმის მიცემის მიმდინაროებაზე მჭიდრო დაკვირვებისთვის, მათ უყენებენ ამოცანას გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“.

უწყების ცნობით „თბილისის მაიდანზე“ გეგმავენ არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებების“ აღმოჩენას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლის მოითხოვნას. "ეცდებიან სამართალდამცავების პროვოცირებას პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით".

„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს, ხელისუფლების მიერ „მოქალაქეების“ წინააღმდეგ „გადაჭარბებული“ ძალის გამოყენებაზე „დაუნდობელი“ პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად" - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზრვერვის სამსახურის პრესცენტრის განცხადებაში.

რუსეთის სპეცსამსახურში ფიქრობენ, რომ საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შესწევს ძალა საპარლამენტო არჩევნებში ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერის მიღების, „ვინაიდან, ამერიკელების მცდელობების მიუხედავად ოპოზიცია დანაწვერებულია, სხვადასხვა ძალების მიერ შექმნილი კოალიციები კი არა მტკიცე. ის, რასაც ამერიკელები უფრთხიან, ხელს გაუსხნის მმართველ პარტიას, გააგრძელოს სუვერენული კურსი და უარი თქვას საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე“, - იუწყება რუსეთის საგარეო დაზვევა და ამატებს, რომ ვაშინგტონში მსგავსი სცენარი მიუღებლად მიაჩნით, ამიტომ, „ამერიკელები, არჩვენებამდე დარჩენილ კვირებში აპირებენ მასშტაბურად გაზარდონ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების“ ელექტორალური პოზიციები“.

საქართველოში შემოდგომაზე მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით რუსეთში ხშირდა საუბრობენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის 4 ივნისის განცხადებით, დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში ახალი „მაიდნის“ რეალიზაციას ცდილობს.

"აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიციირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „მაიდანის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

მსგავსი განცხადება სუსს გასული წლის სექტემბერშიც ჰქონდა.

"აგენტების კანონის" მიღების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით ხსნის.

მანამდე მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსების მიმღები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ორჯერ ცდილობდნენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კობახიძემ საქართველოშო აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი "ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მხარდაჭერაში" დაადანაშაულა." ვაშინგტონმა თბილისის ბრალდებები უარყო.

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა