ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს

ნახვები: 519 ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს

დღეს დილით იყო კვლავ ძლიერი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში, კვლავ უამრავი ადამიანი თავშესაფრებში. ეს აჩვენებს, რომ რუსული აგრესია უბრალოდ არ შეჩერდება, მისი შეჩერება აქტიურად უნდა მოხდეს. ეს ჩემს მოტივაციას აძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით (მათ შორის F16-ის ტიპის გამანადგურებლებით) გავაგრძელო, - წერს რუბენ ბრეკელმანსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. ბოლო მონაცემებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. რუსების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა