ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პარიზის პროკურატურა - პაველ დუროვი დაკავებულია კიბერდანაშაულის საქმეზე

ნახვები: 448 პარიზის პროკურატურა - პაველ დუროვი დაკავებულია კიბერდანაშაულის საქმეზე

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა.

უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო.

პარიზის პროკურატურის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დაკავების ვადა, შეიძლება, 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა.

პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა