კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მამარდაშვილი „ლივერპულის“ მეკარე გახდა

ნახვები: 548 მამარდაშვილი „ლივერპულის“ მეკარე გახდა

„ლივერპულმა” მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე – „ვალენსიის“ მეკარე 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე „ენფილდზე“ გადადის. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა:

„„Წითლებმა“ 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით, ის დარჩება ესპანეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მომავალ ზაფხულში კი მერსისაიდში გადმოვა.

ეს შედეგია ევრო 2024-ზე მამარდაშვილის შთამბეჭდავი თამაშის, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა. ქართველი მეკარის 21 სეივი ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის განმავლობაში იყო ტურნირის ისტორიაში მეკარის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი.

მეკარე, რომელსაც ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს „ვალენსიაში“, სადაც 2021 წელს „დინამო თბილისიდან“ გადასვლის შემდეგ, სამი წელია, თამაშობს.

ამ დროისთვის მამარდაშვილმა ლა ლიგის გუნდის შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა და 31-ჯერ კარი მშრალად დაიცვა (ყველა ტურნირზე)“, – წერია „ლივერპულის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა