ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული მოქალაქისა და დემოკრატიისთვის

ნახვები: 459 თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული მოქალაქისა და დემოკრატიისთვის

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაია ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.

„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ჩვენ ხვალ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას და ვეცდებით, რომ მივაღებინოთ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. კანონის სანქციების ნაწილი ამოქმედებას იწყებს 1-ელ სექტემბერს, გონივრულია, რომ [სასამართლომ] 1-ელ სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა