ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გია ვოლსკი - ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს

ნახვები: 509 გია ვოლსკი - ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს

ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოპასუხე მხარეს ერთადერთი, მოკლე არგუმენტი აქვს, რომ არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის, არამედ პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია.

„მე მაინც მგონია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს იმისთვის, რომ შემდეგ ისაუბრონ ამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არაფერი გამჭვირვალობაში ანტიევროპული არ არის და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი კანონია მიღებული. ამაში არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი და არც ფინანსური პრობლემა არ არის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები თავის ანგარიშს წარუდგენენ ხალხს - რა ფულს იღებენ და რა პროგრამაში ხარჯავენ. ანუ, ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, რომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. რა საკვირველია, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა არგუმენტი ექნება მოსარჩლე მხარეს, მაგრამ მოპასუხე მხარეს ერთადერთი, მოკლე არგუმენტი აქვს, რომ არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის. პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია და არ მგონია, რომ რაიმე ან პოლიტიკური, ან სამართლებრივი არსებობს მსოფლიოში, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას, ვოლსკიმა აღნიშნა, რომ „არ არსებობს ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი თავისი ალოგიკურობით, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თითქოს გამჭვირვალობა არაევროპული და არადემოკრატიული სტანდარტი იყოს“.

„საკონსტიტუციო სასამართლოზე მიტანილმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო და პირიქით, პრეზიდენტმა აღიარა კიდეც, რომ ასეთი სტრუქტურა არსებობს, როგორიც არის კანონიერი, კომპეტენტური საკონსტიტუციო სასამართლო და მიმართავს მას. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომ როგორმე ეს საკონსტიტუციო სასამართლო მუდმივად ამყოფოს რაღაც აბსურდული საკითხების განხილვაში, რომლის გადაწყვეტილება, შეიძლება იმ მოსაზრების საწინააღმდეგო იყოს, რომ გამჭვირვალობა არაევროპული სტანდარტია. დიდი ალბათობით, ასეთი გადაწყვეტილება იქნება და ეს კიდევ მისცემს საშუალებას ამ პოლიტიკური შეტევისათვის პრეზიდენტს. თორემ არ არსებობს ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი თავისი ალოგიკურობით, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თითქოს გამჭვირვალობა არაევროპული და არადემოკრატიული სტანდარტი იყოს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ველზე უნდათ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის შემოთრევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა