ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

დიდი ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

28.08.2024 ნახვები: 509

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, - ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერთ. ახალი ან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. აშკარა მიზეზების გამო, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ტაქტიკური საკითხების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებები არ მიღებულა“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება და ამ მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა