გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან
თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%
„ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს
კახა კალაძე - რატომ უნდა დამიწესონ სანქციები?
კახა კალაძე - გვარამიას აჯანყება არ გაიშვა
ნიკა მელია - ახალი არჩევნებისთვის საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება მსოფლიოსგან, მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციისგან
როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

შალვა პაპუაშვილი - წლების განმავლობაში ჩვენ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როცა მსჯავრდებული სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა

28.08.2024 ნახვები: 280

წლების განმავლობაში, ჩვენ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა - იგივე ეხება პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაპუაშვილის აზრით, “ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს”. პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ განცხადება, თითქოს განზრახულია “ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა”, უბრალოდ დეზინფორმაციაა”.

„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო, განცხადება, თითქოს განზრახულია "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა", უბრალოდ დეზინფორმაციაა.

იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო "სისტემური ძალადობის და წამების" სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა. მისი დაკავების შემდეგ კი არ წყდება მცდელობები, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან. იგივე ეხება სწორედ პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს.

ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას, რომლის უმაღლესი სტანდარტი არაერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

დაბოლოს, ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მხარდაჭერით მეორე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", სასამართლოს დადგენილებით, უკვე წლებია, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის და მიყურადების ობიექტია.

P.S. მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, თუ რამდენად დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ", კიდევ ერთხელ, იმ საქმეების სია, რომელზეც ეს მაღალჩინოსნები უკვე გასამართლდნენ. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამნისტიის გამო, ეს განახევრებული სასჯელის ვადებია.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (კიდევ სამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

  1. გირგვლიანის მკვლელობის საქმე - 4 წელი
  2. დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმე - 6 წელი

გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი (კიდევ ორ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

  1. ღვინის ქარხანა "აკურას" საქმე -1,5 წელი
  2. ტვიბერიას საქმე - 1,5 წელი
  3. კობა დავითაშვილის გატაცების და ცემისსაქმე - 6 წელი
  4. პატიმრების წამების საქმე - 4,5 წელი
  5. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე - 5 წელი

თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი:

  1. ჯარის 5 მილიონი ევროს გაქრობის საქმე - 6 წელი,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა