ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია

ნახვები: 490 თამარ კორძაია - „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია მოძრაობა „სირცხვილიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებას.

კორძაიას განმარტებით, რეესტრში დაურეგისტრირებელი ორგანიზაციებისათვის ჯარიმების დაკისრება 3 სექტემბერს დაიწყება, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ვადამდე უნდა გამოაცხადოს.

„თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გზას დაადგეს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამის ყურება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად, არაუფლებამოსილ პირს უფლებას აძლევს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს კანონის დაშვებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იმედის მომცემი არ იყოს, მაგრამ ჩვენ, დღეს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტი, ენათმეცნიერი მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს იმას, რომ „უცხო“ ნამდვილად არის უცხო, იმას, რომ ყველა ტერმინი ამ კანონში აბსოლუტურად მასტიგმატიზირებელია და ამ ტერმინოლოგიის კანონმდებლობის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევდი ზიანი თითოეული მოქალაქისათვის. იმედი მაქვს, რომ არგუმენტებს, ამ მეცნიერულ დასაბუთებას საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებით მოეკიდება“, - განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა