ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა

ნახვები: 515 აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 15 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა და ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია 29 აგვისტოს, დასავლეთ ერაყში ჩაატარეს.

„ოპერაციის სამიზნეებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები წარმოადგენდნენ და მის მიზანს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის, აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელების უნარის შესუსტება წარმოადგენდა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამერიკული მედიის ცნობით, დასავლეთ ერაყში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შვიდი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა