ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო - მდინარაძე "სირცხვილიას" უკვე მეორე პოსტს უძღვნის

ნახვები: 524 ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო - მდინარაძე "სირცხვილიას" უკვე მეორე პოსტს უძღვნის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, „სირცხვილიაზე“ ბულინგმა გაიმარჯვა.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მოძრაობამ მეორე დღეს, 31 აგვისტოს, კვლავ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი თანამდებობა დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა