ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს

ნახვები: 478 რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს

რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ „ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი.

პოპკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. კიევის სამ რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია ოთხი ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები „სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში.

ამასთან, სუმის ოლქის პოლიციის ბოლო ინფორმაციით, სუმიზე გუშინ საღამოს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა, ასევე ხუთი მრავალსართულიანი სახლი.

ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და პოლტავაში. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ორი „შაჰედით“ დარტყმა კერძო სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მახლობლად განხორციელდა. მანამდე, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება ფრონტზე არსებული სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 166 შეტაკება მოხდა, აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა