ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

თინა ბოკუჩავა - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ხალხი 26 ოქტომბერს გადაარჩენს

02.09.2024 ნახვები: 505

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, საკუთარი არჩევანით გადაარჩენს.

„უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა