ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანა წითლიძე ხელისუფლებას - თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული

ნახვები: 485 ანა წითლიძე ხელისუფლებას - თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული

თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ ხელისუფლებას ახლად გახსნილ შტაბზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერანაირი მუქარით ვერ დააშინებს შტაბის ვერცერთ წევრს.

„დარჩელი და მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეს უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას: გლეხი, რომელიც მთელი წელი მუშაობდა იმისთვის, რომ თხილის მოსავალი აეღო, თხილის ჩაბარებას ვერცერთ პუნქტში ვერ ახერხებს, რადგან რეგიონში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული მაფია ფუნქციონირებს, რომელიც მათ შორის, თხილის ფასსაც აკონტროლებს და ახლა გლეხებს აიძულებენ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ჩააბარონ თხილი, რადგან იციან, რომ ახალი სასწავლო წელი მოახლოებულია და გლეხები იძულებულნი არიან, შვილებს ფეხსაცმელი, ჩანთა, ტანსაცმელი უყიდონ და სკოლაში გაუშვან.

მთელი დარჩელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რომ შვილები ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყონ. დარჩელში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი ემიგრაციაშია წასული, 21-ე საუკუნეში სოფელში არ არის კანალიზაცია და ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს. ამ ფონზე "ქართული ოცნება", მისი მმართველობის 12 წლის თავზე, იმის ნაცვლად, დარჩელელებს ეუბნებოდეს, რატომ არის თხილის ფასი ასეთი დაბალი, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში, რატომ არის ასეთი მძიმე სოციალური პირობები, რატომ ვერ ახერხებენ ადგილობრივები, სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ შვილები, აი, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დელეგატი დათო კოდუა მამამისს, ოთარ კოდუას ავალებს, რომ „ერთიანობის“ ოფისში ხელჯოხებით შევარდეს, იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს დაემუქროს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის. მე მინდა მათ მივმართო, თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს. 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს, იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა