ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე - მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

ნახვები: 581 პაატა მანჯგალაძე - მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს“.

„მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის - როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს.

მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის გაბრაზებულ მოსახლეობას დავპირდეთ თქვენი დასჯა და განადგურება. ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ! კი კეთილდღეობას ევროპასთან ერთად! არა სიღარიბეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად!”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა