ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იაგო ხვიჩია - დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ

ნახვები: 575 იაგო ხვიჩია - დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ

დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეთქმულების თეორიების არ სჯერა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გამლახავები არ არიან, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გალახა და არ დააბრალა, რომ ერთმანეთი სცემეს. ძალიან მეეჭვება, რომ ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ. გივი თარგამაძემ თავისი თავი აიფეთქა? შეთქმულების თეორიების არ მჯერა. მჯერა, რომ ასეთი სახის დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება, თუ ეს ხელისუფლებას უნდა. ასეთი ადამიანი ციხეში თუ არ აღმოჩნდება და იტყვიან, „ნაცებმა“ ერთმანეთი სცემესო, მაშინ ეს ყველაფერი გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა