ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაგვიჭერს, კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო

ნახვები: 592 ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაგვიჭერს, კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო

არჩევნებამდე, ხელისუფლების ცვილებამდე და ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაქცევამდე 51 დღე დარჩა - კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო და დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების ნაწილი გაიხსენა და „ქართულ ოცნებას“ „გადამგდები, მატყუარა, ორპირი და ფლიდი პოლიტიკური ძალა“ უწოდა.

„მინდა შეგახსენოთ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე გადამგდები, უპირო და საარჩევნო დაპირებების არშემსრულებელი ხელისუფლების ნათქვამი.

ერთად გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ 100 დაპირება:

ბევრს გვახსოვს 100 ქარხანა და ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული დაპირება 2012 წელს თქვა, 2013 წლის 30 მაისს კი დააზუსტა და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე 60 ქარხანას გახსნიდა. 5 მილიონი თითოეულ სოფელს. ჯიბეზე რომ ხეირსა და სარგებელს ვიგრძნობდით. ევროპას რომ დემოკრატიით გავაოცებდით. საწვავის ფასს რომ გააიაფებდნენ და გაანახევრებდნენ, რადგან „ნაციონალებს“ 1 ლარი მიჰქონდათ საწვავიდან. წყალი, დენი და გაზი რომ უფასო იქნებოდა. „ყველას ექნება საშუალება იაფი ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის არანაკლები 10-20 წლამდე იქნება ფულის საშუალება“- ამასაც ამბობდა. საბანკო პროცენტთან დაკავშირებით კი ამბობდა, რომ 1%, 2% ან 3% იქნებოდა.

ამას გვეუბნებოდა 2012 წელს - ახლა თქვენ თქვენს პროცენტებს გადახედეთ. 1 კაცი არ მეგულება ისეთი ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვისაც სესხი არ ჰქონდეს.

გვპირდებოდა, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებდა საშუალო მოსახლეზე უკეთესად, მაგრამ გვახსოვს რეპორტაჟები ჩინოვნიკებთან დაკავშირებით თუ როგორი სასახლეები აქვთ.

ასევე გვპირდებოდა სასტუმროების მშენებლობას სადაც, ყველას სოლარიუმი ექნებოდა, რატომ გვპირდებოდა ბევრ სოლარიუმს ვერ გეტყვით, მაგრამ ამაშიც კი “გადაგვაგდო“.

შესაბამისად 12 წელია ქვეყანას ყველაზე მატყუარა და გადამგდები ძალა მართავს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში, 3-ჯერ არჩევის პირობებში ყველა დაპირების შესრულების შესაძლებლობა ჰქონდა.

პრობლემა კი იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ქართველ ერს, ამომრჩეველსა და მოქალაქეებს, არამედ ვლადიმერ პუტინს ემსახურება და პირდაპირ რუსეთიდან იღებს დავალებებს, რომ პუტინისა და რუსეთის მოქალაქეების წინაშე იყოს პირნათელი იყოს.

დრო და დრო ბიძინა ივანიშვილის 100 ტყუილსა და დაპირებას შეგახსენებთ. შემდეგ, ყველა ჯანსაღმა და ნორმალურმა მოქალაქემ გააკეთოს არჩევანი, ისევ მისცემს თუ არა ხმას გადამგდებ, მატყუარა, ორპირ და ფლიდ პოლიტიკურ ძალას, თუ რეალურ ალტერნატივასა და ძალას, „ძლიერი საქართველოს“ სახით.

ერთადერთი დაპირება, რასაც ამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირებებია. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ყველას დაგვიჭერს და კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ვცემთო, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნებაო. დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რამდენიმე საათში საკრებულოს 2 წევრის დაპატიმრებასა და მოტაცებას ვუყურეთ. რასაც დაგვპირდნენ იმის შესრულება დაიწყეს. არავის ამის არ ეშინია და ფაქტია ეს იქნება ყველაზე მძიმე საარჩევნო პერიოდი და ეს იდეების ჭიდილი და პროგრამებით პაექრობა არ იქნება“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა