ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციონერების განცხადება, თითქოს ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი, ბინძური ტყუილია

ნახვები: 472 ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციონერების განცხადება, თითქოს ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი, ბინძური ტყუილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერების განცხადება, თითქოს ბუნდესტაგის დელეგაციას არ ხვდებოდა, ბინძური ტყუილია. სამხარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მინდა, იმ ბინძურ ტყუილს გამოვეხმაურო, რომელიც ოპოზიციონერებმა გაავრცელეს, რომ თურმე მე ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი. ეს შეხვედრა ჩანიშნული ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო. შესაბამისად, თუ ვინმეს აინტერესებდა, ყველას კარგად შეეძლო ჩაეხედა, ეს შეხვედრა ჩანიშნული იყო და მე ვხვდებოდი. ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს მათ სახეს – ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრეს, რომ 15 წუთში გამოაშკარავდა. თქვეს, რომ თურმე ნიკოლოზ სამხარაძე არ ხვდებოდა დელეგაციას. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი.

საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომლებიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანელ კოლეგებს მივაწოდე. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით, მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი, ვიცი, რომ იმერეთშია“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა