გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან
თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%
„ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს
კახა კალაძე - რატომ უნდა დამიწესონ სანქციები?
კახა კალაძე - გვარამიას აჯანყება არ გაიშვა
ნიკა მელია - ახალი არჩევნებისთვის საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება მსოფლიოსგან, მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციისგან
როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

ბუნდესტაგის წარმომადგენლები ითხოვენ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ცხრა ნაბიჯს დაემატოს მეათე ნაბიჯი, კერძოდ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევა

06.09.2024 ნახვები: 258

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით იაროს და ცხადია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემით მოვეკიდებით არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ გერმანიის მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგში „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის (SPD) პრესსპიკერმა, ნილს შმიდმა გერმანიის საელჩოში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ საქართველოში დამძიმებული მოვდიოდით. ასევე გეტყვით, რომ ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ოფიციალური ვიზიტის დროს დელეგაციაში არიან როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის გამო. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ორი მთავარი გზავნილით გამოვიდეთ.

პირველი – ჩვენ ველოდებით, რომ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით იაროს და ჩვენ ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემით მოვეკიდებით არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები აფასებენ დემოკრატიას და სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიიღონ მონაწილეობა ამ ძალზე მნიშვნელოვან არჩევნებში. თქვენ ალბათ იცით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიები მზადების პროცესში არიან. შესაბამისად, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება არჩევნები.

მეორე გზავნილი შემდეგია – მთავრობის ახლანდელი პოლიტიკით არ არსებობს გზა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ძალიან ცხადი გზავნილია და ამის შესახებ ნათლად ისაუბრა ევროკავშირმაც, როდესაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი.

ასევე, მინდა, გერმანიის ბუნდესტაგის სახელით გითხრათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ნებისმიერ ფორმალურ შეჩერებას სჭირდება პარლამენტის ფორმალური თანხმობა. აქ ჩვენ წარმოვადგენთ ოთხ პარტიას – მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტია და მთავარი ოპოზიციური პარტია. ჩვენ ვართ ბუნდესტაგის დიდი უმრავლესობა და ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ბუნდესტაგის მხრიდან საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მხარდაჭერას არ მიიღებს. საჭიროა საშინაო პოლიტიკის ღრმა რეკონსტრუქცია, რაც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და სამოქალაქო საზოგადოების როლს“, – აღნიშნა შმიდმა.

ამასთან, როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბუნდესტაგის წარმომადგენლები ითხოვენ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ცხრა ნაბიჯს დაემატოს მეათე ნაბიჯი, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევა.

„ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მე კი გეტყვით, რომ უნდა დავამატოთ მეათე ნაბიჯი, რაც გულისხმობს „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის უკან გაწვევას, რადგანაც ეს კანონი მკაფიო წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს აღნიშნეს ბევრმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ამიტომ საჭიროა, ამ ცხრა ნაბიჯის, ასევე მეათე ნაბიჯის იმპლემენტაცია, ვიდრე ჩვენ შევძლებთ ფორმალურად გავხსნათ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ეს გზავნილები მკაფიოდ გადავეცით და განვუმარტეთ ყველას, ვისაც შევხვდით საქართველოში ვიზიტისას, რადგანაც ჩვენ გვინდა, ქართველებმა იცოდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად არსებობს მკაფიო კრიტერიუმები და ეს არ არის პოლიტიკური თემა, ეს არის სტანდარტები, რომელსაც ვიყენებთ ევროკავშირის წევრობის ყველა შესაძლო კანდიდატებისადმი“, – განაცხადა ნილს შმიდი.

ამასთან, როგორც ნილს შმიდმა განაცხადა, რომ შეხვედრა ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დებორა დიურინგმა (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა