ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე - მეც მთხოვეს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

06.09.2024 ნახვები: 494

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო „რევოლუციურ მცდელობაში“, ხელისუფლების მხრიდან მათთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ მათი სათქმელი გაუზიაროს, თუმცა გამოჩნდება ეს ყველაფერი რამდენად იქნება შედეგიანი.

„მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. გერმანელ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, თუმცა ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ გერმანელ სტუმრებთან აუდიენცია არ ჰქონია არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პრემიერ-მინისტრს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა