ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით

ნახვები: 509 შალვა პაპუაშვილი - რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით

ყოველ ჯერზე ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით - დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც „ქართული ჯარი გაძარცვა და საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს“, ამ ყველაფერს ევროკავშირის ტერიტორიიდან აკეთებს.

„საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს საქართველოში მოსახდელი, 5 მლნ ევროს მოპარვისთვის ევროკავშირს აფარებს თავს. ამიტომ, ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება. შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რატომ გადაადგილდება თავისუფლად ევროკავშირში; რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან, ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე? ეს არის კითხვები, რომელიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს - რატომ უქმნის ასეთ თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს? ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი? ყოველ ჯერზე ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, ამ ყველაფერს ევროკავშირის ტერიტორიიდან აკეთებს. როდისმე ხომ უნდა დაესვას ამ ყველაფერს წერტილი? ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა? დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა